რუსთავში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

   ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს’’ – ამ სლოგანით რუსთავში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

  რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა ასოციაცია "პარტნიორობა თანასწორობისთვის" პრეზენტაცია, რომელმაც სემინარი გამართა თემაზე "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს",სემინარს უძღვებოდა ფსიქოლოგი ნინო ნანუაშვილი.

  შეხვედრისას საუბარი იყო დაუნის სინდრომზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე და სოციალურ მოდელზე.

 აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში დროულად მოხდეს სოციალური მოდელის გააზრება როგორც ხელისუფლების ისე საზოგადოების მხრიდან, რადგან სწორედ ასე მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საჭიროებეზე მორგებული სერვისების შეთავაზება და უფლებრივად თანასწორი გარემოს შექმნა.

  სემინარის შემდეგ გაიმართა ფოტო აქცია,რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება იყო, აქციის ფარგლებში რუსთავში დარიგდა საინფორმაციო ხასიათის ფლაერები.

    ნინო მარუაშვილი, " პარტნიორობა თანასწორობისთვის" დამფუძნებელი:  

  _ ჩვენი ღონისძიება უკავშირდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. მასთან დაკავშირებულ სოლიდარობის კამპანიას. ამის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები.

 დღევანდელი ღონისძიებაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება და ასევე სოლიდარობის ფოტო კამპანიას „მეგობრები არ ითვლიათ ქრომოსომებს“. აქვე მადლობას უხდით კომპანია "GOGAGGG-ს" და კავშირ "ჩვენი ბავშვები"-ს მხარდაჭერისთვის.

22.03.2015
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE