საგარეჯოში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

ქალაქ საგარეჯოში სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, გიორგი ქურდოვანიძის განცხადებით, UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოწყობა 2018 წელს დასრულდება.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი, მოპირკეთდება სტადიონის შიდა და გარე ფასადები, შეიღებება ლითონის კონსტრუქცია, ხოლო მეორე ეტაპზე ტრიბუნა და გასახდელები მოეწყობა. მშენებლობის მეორე ეტაპი 2018 წლის იანვარში იგეგმება.  

სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კლასიკ-სტროი“ ასრულებს.

 

 

 

წყარო: reginfo.ge

09.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE