„ბადაგონმა“ ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „ბადაგონმა, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარეობს, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა. როგორც ბადაგონში აცხადებენ, ცენტრის ვიზიტორები ინფორმაციას მიიღებენ ქართული მონასტრების, ლანდშაფტების, ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა და „ბადაგონის“ ღვინოების შესახებ.

„ქართული კულტურის ცენტრი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. შენობა, თავისი ბრწყინვალე შინაარსითა და მომხიბლავი დიზაინით, ჩინეთში ქართული ღვინის, ტურიზმისა და ზოგადად ქართული ბიზნესის პოპულარიზაციას მკვეთრად შეუწყობს ხელს“, - განაცხადეს „ბადაგონში“.

ქართული კულტურის ცენტრის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელი გიორგი სალაყაია დაესწრნენ.

კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა კავკასიის რეგიონში.

 

წყარო: regonfo.ge

 

 

09.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE