გაზიფიცირება სოფელ უჯარმაში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდა 27 კმ-იანი მაგისტრალი რომელიც სამ სოფელს: უჯარმას, პალდოს და მუხროვანს ბუნებრივი აირით მოამარაგებს. 
გაზით უზრუნველყოფილი იქნება 990 აბონენტი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება პირველ ეტაპზე 799 972 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს “ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს.
სპექტრი
10.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE