„ბულინგი სკოლებში“ - შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
11 დეკემბერს 15:00 საათზე, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ბულინგი სკოლებში“. 

შეხვედრას თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე, მაია გუგეშაშვილი და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, თამარ ნასყიდაშვილი გაუძღვებიან.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოზარდებში ძალადობრივი ქცევის ნიშნების ამოცნობა, დროული და ეფექტიანი რეაგირება, პრევენცია. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის არსის, გამომწვევი მიზეზების, მისი სახეებისა და შედეგების შესახებ.


გაიმართება დისკუსია მოსწავლეებს შორის. შეხვედრის მონაწილე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მანდატურებს მიეწოდებათ ინფორმაცია სასკოლო ბულინგის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამცველების რეაგირებაზე, დანაშაულის გამოძიებასა და სასამართლოში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ, ასევე დანაშაულის პრევენციაში სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლზე.
შეხვედრას დაესწრებიან ქალაქ თელავის საჯარო სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მანდატურები.
10.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE