ინფრასტრუქტურის მინისტრმა ლაითური ცეცხლაურის საავტომობილო გზის მშენებლობა მოინახულა

გურიაში მყოფმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა ზურაბ ალავიძემ, დღეს, ოზურგეთის მერთან ერთად ლაითური(ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) - ცეცხლაურის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) საავტომობილო გზის მშენებლობა მოინახულა.

ალავიძე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას. გზის მშენებლობა, რომელიც ორ მუნიცი8პალიტეტს აკავშირებს, მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

გურიის მოამბე
11.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE