ქობულეთში დაკარგულ ბავშვს 10 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ქობულეთში დაკარგული 17 წლის ბიჭის ოჯახი პოლიციისგან გამოძიების კუთხით მეტ აქტიურობას ითხოვს. ბავშვი 7 დეკემბერს დაიკარგა და სამართალდამცავებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

ოჯახის წევრები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მოზარდის გაუჩინარება შესაძლოა ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ ყოფილიყო კავშირში, თუმცა დაკარგული ბავშვის და ამბობს, რომ პოლიციამ მოკვლევის შედეგად ეს ვერსია არ დაადასტურა.

მისივე თქმით, გაუჩინარებამდე წინა დღეს მისი ძმა სახლში რომ დაბრუნდა, სახის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, რაზედაც განმარტა, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო. ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ დაზიანებები დაცემის შედეგად მიღებულს არ ჰგავდა და ბავშვი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო.

პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეგინფო
17.12.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE