სარწყავი წყლის სარეაბილიტაციო პროექტი
„საქართველოს მელიორაცია“ ქარელის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს

 23-01-2018

ქარელის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უშუალოდ გომი-აგარის მონაკვეთზე, გ-1-4 გამანაწილებლზე მიმდინარეობს. სისტემას უტარდება სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი რკინაბეტონის პარაბოლური კვეთის ღარები, გაიწმინდა დიუკერი. ასევე, ეწყობა 3 წყალგამანაწილებელი და 15 წყალგამშვები ჭა.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით სოფლები - მოხისი, აგარა, ქვენატკოცა და მოხისის დევნილთა დასახლების ისარგებლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

27.01.2018
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE