ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული გაიწვია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი გაიწვია. პრეზიდენტის განკარგულების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერ ტაჯი“ ავრცელებს.

ილჰამ ალიევმა კიდევ რამდენიმე დიპლომატს შეუწყვიტა უფლებამოსილება, მათ შორის რასიმ შამსედინ რზაევს, რომელიც აზერბაიჯანის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საუდის არაბეთში, ამავე დროს ომანში, იემენში, ბაჰრეინში და აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენელი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

პრეზიდენტმა უკან გაიწვია აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ინდოეთში, ყატარში და იორდანიაში, ასევე აზერბაიჯანის გენერალური კონსული ქალაქ დუბაიში;

გადაწყვეტილების მიზეზი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განუმარტავთ.

reginfo
04.02.2018
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE