აკურასა და ვანთაში ქურდობის ფაქტები მოხდა

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ აკურაში მაღაზია გაქურდეს და თანხა წაიღეს. სოფელ ვანთაში კი სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს.

ორივე სოფელში ქურდობის ფაქტები ერთდროულად მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი ვინაობის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.


აკურაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.


შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"პია"

08.02.2018
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE