ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვლენ

შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვლენ. ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

კერძოდ, ბათუმის პორტში შემოვლენ: TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება PASSEX.

"ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსახურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას", - წერია საელჩოს განცხადებაში.

30.03.2018
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE