გორში უბედურ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში დენის დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.

კაცი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ბოძზე იყო ასული. მისმა თანასოფლელმა დახმარება სცადა, რის გამოც დაზიანებები თავადაც მიიღო.

დაშავებული გორში ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი მდგომარება სტაბილურია.

გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


02.04.2018
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE