"საქართველოში მზე ოქროყანიდან არ ამოდის" _ მაია ასათიანი
„დიდება თავისუფლებას,“ - რუსთაველზე რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მაია ასათიანმა მიმართა. ტელეწამყვანმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „რუსთავი2-ის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა... ჩვენ ბევრნი ვართ და არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში სიბნელე დადგეს,“ - განაცხადა მაია ასათიანმა. მისივე თქმით "საქართველოში მზე ოქროყანიდან არ ამოდის" და ეს ყველამ უნდა იცოდეს.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
19.02.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE