ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას _ ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მიმართა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2 სამართლიანობას ითხოვს. „გაჰყევით მარო მაყაშვილს, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია.... ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნაზღაიძეს, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას, “ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიის დირექტორმა გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის პლაკატი დაიჭირა და აღნიშნა, რომ მის სურვილებს არ დაემორჩილებიან. ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. „რუსთავი2-ელები არ გაიყიდნენ და არ გაიყიდებიან, არ ვიყიდებით და არ ვიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
19.02.2017
 
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE