ჩემპიონობა გაინაღდეს
13 მაისს ბორჯომელი ფეხბურთელები სტუმრად გაგრის გუნდს შეხვდნენ. დაძაბული ორთაბრძოლა ბორჯომელთა დამარცხებით 1:2 დამთავრდა.
როგორც თამაშის შემდეგ გაირკვა გაგრელების გუნდში თამაშობდნენ ასაკგადაცილებული და უბარათო ფეხბურთელები, რის გამოც ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ საჩივარი შეიტანა სპორტულ-ტექნიკურ კომისიაში, რომელმაც განიხილა საჩივარი და ბორჯომის გუნდს მოგება _ 3:0 ჩაუთვალა.
ამრიგად ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე ბორჯომელმა მოზარდებმა ჩემპიონობა მოიპოვეს, რასაც გულწრფელად ვულოცავთ.
ბოლო თამაშს ბორჯომელი ფეხბურთელები 19 მაისს გამართავენ თბილისში ,,ნორჩ დინამოელთან~, როგორი ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა, ჩვენი ფეხბურთელები ტურნირის ჩემპიონებად დარჩებიან.
16.05.2013
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE