დაუმარცხებელი მარიამ გასიშვილი
18 ივნისს კასპის რაიონში გაიმართა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ,,კასპის ღია პირველობა~. შეჯიბრში, სადაც თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ბორჯომელმა პატარა სპორტსმენებმა ნამდვილად თქვეს თავიანთი სათქმელი.
უჩა სიხარულიძემ და მარიამ გასიშვილმა ტურნირში მე-3 ადგილები დაისაკუთრეს.
როგორც ინსტრუქტორმა ზვიად გასიშვილმა აღნიშნა, გუნდი სწორედ ამ ორი მოსწავლით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც ტოლი არ დაუდეს შეჯიბრში მონაწილეებს და საპრიზო ადგილები გაინაღდეს.
აღსანიშნავია, რომ უჩა სიხარულიძე მხოლოდ 1 თვეა კარატეში ვარჯიშობს, რაც შეეხება მარიამს, ის 10 წლისა, თუმცა მრავალი შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებულია. სასიხარულოა, რომ მარიამს თავის სპორტულ კარიერაში მარცხი არ ჰქონია.
 გუნდს სურვილი აქვს გაფართოებული შემადგენლობით მონაწილეობა მიიღოს ფოთში 28-29-30 ივნისს დაგეგმილ კარატეს ინტერნაციონალურ შეჯიბრში, მაგრამ საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. კარგი იქნება თუ გუნდს სათანადო მხარდაჭერა ექნება.
Uმეტ წარმატებებს ვუსურვებთ მათ შემდგომ კარიერაში.
ლონდა ფილიშვილი
27.06.2013
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE