ნალიმონათარი ზეთის ბოთლები

დედაია, რა ნახა აგი ჩემმა დაფსებულმა თვალებმა! გუშღამჩემი ბინის წინ, სანაგვეში, ვინცხა ნორმალურად ჩაცმულ-დახურული ქალი არ იქექებოდა?მე ვთქვი, ჩოუვარდა, ალბათ, ამ გაჭირვებულს შით რაცხა, ან რამე გააყოლანაგავს-თქვა.

ამეიღო და ამეიღო... რა, იცით? - ცელულოიდის ბოთლები:„ლიკანის“, „ბორჯომის“, „ნატახტარის“... ზოგი ნატყემლარი იყო, ზოგი ნაზეთარი,ზოგიც ქე ქათქათებდა ახალივით. ჩეიყარა ე ბოთლები რაცხა ხელით გამოკერილპოლიეთილენის სუმკაში და გოუდგა გზას.

არ გასულა ორი წუთი და ახლა ვინცხა დაკონკილი, ზურგზეტომარამოგდებული კაცი მოადგა ამ სანაგვეს. იმანაც ჩხრიკა, ჩხრიკა ნაგავი და ბოლოსფსკერიდან ამოიღო დარჩენილი ორი ბოთლი.

ვერ მევითმინე, მივედი და ვკითხე, რაში იყენებთ, ძმაო, ამბოთლებს-თქვა. იბარებენო, - მიპასუხა, - კაი კაცი, შენ ხვარ გექნება კიდო ბოთლები,რო მომცეო?

ვაი ჩვენ პატრონს, ამ ხელმეორედ გამოყენებული, ბინძურიბოთლებით თუ შემოგვაქვს ოჯახებში ძმარი, ზეთი, სარეცხი საშუალებები, რაცხაამფერები?!

გენაცვალათ ქაიხოსრო, ამეიღეთ კუხნის დანები და, სანამგადაყრიდეთ ამ ბოთლებს, ჩაჩხვლიტეთ, ჩაჭერით საჩქაროთ, თვარა, ამ გამყიდველების დავითომ „ბიზნესმენების“ იმედზე ჩვენი დამაწყევარი იქნა! ახლა დავფიქრდი, წინაკვირაში ორი ბოთლი ზეთი რო ვიყიდე მწვანე ბაზარში, ნეტაი ასე ნაგვიდან ამოღებულპლასტმასის ბოთლში ხო არ იყო ჩასხმული? ვაითუ ასე იყო?!.

ამ ბოთლებში ჩასხმულზე უკეთესი არც მიირთვა და არც მეიხმარახალხის ამ დღეში ჩამგდებმა მთავრობამ! 

ქაიხოსრო იმერეტინსკი
01.05.2009
 
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE