ქობულეთი ნიუსი
გამოცემის შესახებ
გაზეთი “ქობულეთი ნიუსი“ გამოდის ქობულეთში 2014 წლის 3 სექტემბრიდან და ის მოიცავს ქობულეთის რაიონს.
“ქობულეთი ნიუსი“ ერთ-ერთი დამოუკიდებელი გაზეთია ქობულეთში, მის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს სამართლიანობა და ობიექტურობა. გაზეთი არ გამოხატავს არც ხელისუფლების და არც რომელიმე პარტიისა თუ პიროვნების ინტერესებს და იგი მხოლოდ თავისუფალი, დემოკრატიული პრესის პრინციპებით მოქმედებს.
გაზეთი “ქობულეთი ნიუსი“ ამჟამად 4 გვერდიანი გამოცემაა (პირველი და ბოლო გვერდები ორ ფერში) ის ძირითადათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა, თუმცა მრავალფეროვანი თემატიკით გამოირჩევა, ბეჭდავს პუბლიკაციებს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, შოუბიზნესის, მოდისა თუ სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. პერიოდულად აქვს ახალგაზრდული, ლიტერეტურული თუ სხვა სახის ჩანართები.
გაზეთის ძირითადი მიზანია
ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონე, მუდმივად იზრუნოს საკუთარი კადრების პროფესიონალიზმის ზრდაზე და შესაბამისად, თავისი საქმიანობიდან მოგების მიღებაზე
გაზეთი ქობულეთი ნიუსი-ის კომპიუტერული აწყობა-დაკაბადონება ხდება რედაქციის კომპიუტერულ ცენტრში, ქობულეთში, ხოლო შემდეგ ინტერნეტით იგზავნება სტამბაში დასაბეჭდათ.
ქობულეთი ნიუსი ვრცელდება მთელ რაიონში, მათ შორის გაყიდვაშია პრესის ჯიხურებშიც. გაზეთის ტირაჟი ამჟამად 1000 ცალია, ხოლო გაზეთის თითოეული ნომრის მკითხველი საშუალოდ 5000 ადამიანია.
მთავარი რედაქტორი: თორნიკე აფხაზავა 574 91 31 04
რეკლამისა და მარკეტინგის მენეჯერი: ირაკლი სუქნიშვილი 598 14 00 14
e-mail: kobuleti.news@mail.ru