შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2020
გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.07.2020 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებლები, დასახლებასთან ახლოს დამონტაჟებული მაგითის ანძის გადატანას ითხოვენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ ანძას გამოსხვივება აქვს, რის გამოც ხშირად თავის ტკივილები აწუხებთ. ბოლაჯურში მაგთის ანძა ორი წლის წინ დადგეს. ამდენივე წელია ადგილობრივები უშედეგოდ ითხოვენ, რომ ანძა სოფლიდან მოშოებით გადაიტანონ.„თავის ტკივილები გვაწუხებს, თავბრუსხვევებიც გვაქვს. ხელმოწერები შევაგროვეთ, მივმართეთ გამგებელსაც, გამორთონ ან ისეთ ადგილას გადაიტანონ, საიდანაც ხალხს პრობლემას არ შეუქმნის“, – ამბობს ადგილობრივი ლამზირა მასკაძე.ანძის სოფლიდან მოშორებით გადატანას ითხოვს, ამავე სოფელში მცხოვრები ნაირა ზამბახიძეც.„ძალიან მოქმედებს წნევაზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულ–სისხლძრღვთა დაავადებები აწუხებს. დავაყენეთ საკითხი რომ აქედან წაიღონ. დაახლოებით სამი კვირის წინ შევაგროვეთ ხელმოწერები და სოფელში მერის წარმომადგენელს, ჯემალი ჩხიტუნიძეს გადავეცით. მოთენთილობა და თავის ტკივილები გვაქვს სულ. ღამე განსაკუთრებით ისმის ხმა – გუგუნებს, გამოსხივება აქვს და ძალიან ცუდად ვხვდები“,– ამბობს ნაირა ზაბახიძე.მაგთის ანძა დასახლებიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.„როცა აპარატი გათიშულია არაფერს ვგრძნობთ, ჩართვისთანავე ცუდად ვართ. სოფლის ბოლოში ვინც ცხოვრობს ნაკლებად აწუხებს, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ და ძალიან ცუდად ვხვდებით“,– გვითხრა ირმა ავდოშვილმა.სოფელ ბოლაჯურში მერის წარმომადგენელის ჯემალ ჩხიტუნიძის თქმით, ანძა უნებართვოთ არის დადგმული: „მერიას არ გაუცია ნებართვა, თვითნებურად დადგეს და ამას მოჰყვა პრობლემა. მივწერეთ მაგთიკომის გენერალურ დირექტორს, რომ ჩამოვიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტონ გადაიტანენ, თუ არა“,– ამბობს ჯემალ ჩხიტუნიძე და ამატებს, რომ კომპანია მაგთის წარმომადგენლები სოფელში სავარაუდოდ ორ კვირაში ჩავლენ.გადაიტანენ თუ არა ანძას სოფლიდან მოშორებით და ჰქონდა თუ არა დამონტაჟების ნებართვა ამ ეტაზე უცნობია, „სამხრეთის კარიბჭეს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ დისტანციურად მუშაობენ და პასუხს მხოლოდ წერილობით გაგვცემენ.[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია