შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივლისი 2020
ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან მთავარი → სიახლე, საზოგადოება 06.07.2020 ახალციხის მერიის განცხადებით, სოფელ წნისში, მუგარეთში, სვირსა და ბოგაში სამუშაო ჯგუფები, 4 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. დაზიანებულია სახლის სახურავები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და გზები. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლები 4 ივლისს დაისეტყვა. მერიის ინფორმაციით 4 სოფლის გარდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაზიანდა სოფელ კლდეშიც. მერიის სამუშაო ჯგუფები ზარალის დასათვლელად იმ დღესვე გავიდნენ. „სტიქიის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი: წნისი, მუგარეთი, სვირი და ბოგა დაზარალდა. დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, გზები, საცხოვრებელი სახლების სახურავები. ასევე, სეტყვამ დააზიანა სოფელ კლდის სასოფლო-სამურნეო სავარგულებიც. ამ ეტაპზე სოფლებში სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და ზარალს ითვლიან“ – გვითხრეს ახალციხის მერიაში.ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, როგორ დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია