შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2020
პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა მთავარი → საზოგადოება 07.07.2020 სათხეს მოსახლეობა სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ნინოწმინდის მერიას სთხოვს, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტეს. ფოტო: რადიო "ნორი"ექვს ივლისს სათხეში მცხოვრებლები ჯერ ნინოწმინდის მერს შეხვდნენ, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნის შემდეგ დაიშალნენ. ნინოწმინდის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა სოფლის მხოლოდ ერთ უბანში, დაახლოებით 40 ოჯახს აწუხებს.„არარაციონალურად იყენებენ წყალს, ყანებს რწყავენ, ჩვენ კი გვეუბნებიან მოდით და გააკონტროლეთო. 13:00 საათზე იყვნენ მერიაში, შევხვდი ვესაუბრე ვუთხარი, რომ საჭიროა ახალი პროექტის მომზადება, მანამდე კი რაციონალურად უნდა გამოიყენონ წყალი. ვუთხარი თქვენი პრობლემის შესახებ განცხადებით მოგვმართეთ–მეთქი, არ მოიტანეს განცხადება და გადაწყვიტეს გზის ჩაკეტვით გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება“,– განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.სოფელი სათხეს მერის წარმომადგენელი გალუსტ კალოიანმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.რადიო "ნორის" ინფორმაციით, ცენტრალური გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო დაკეტილი.[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია