შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ხანძრის ქრობის დროს ადგილობრივი დაშავდა [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივლისი 2020
ბორჯომში ხანძრის ქრობის დროს ადგილობრივი დაშავდა [ფოტო] მთავარი → სიახლე, შემთხვევა 07.07.2020 ჩარხის წყლის დასახლებაში, ხანძრის ქრობის დროს, სახურავიდან ახალგაზრდა გადმოვარდა, მას ფეხი აქვს დაზიანებული. როგორც დაზარალებული ამბობს, იგი ცეცხლის ჩაქრობას სახურავიდან ცდილობდა, რა დროსაც ჭერი ჩაინგა და ჩავარდა. დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა."გიფსოკარტონი ჩატყდა და ოთახში, სავარძელში ჩავარდი", – ამბობს დაშავებული.ხანძარი ბორჯომში დღეს, შვიდ ივლისს ნიკოლაძის ქუჩაზე დაახლოებით 17:30 საათზე გაჩნდა. ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი პირველად საცხობში გაჩნდა და შემდეგ საცხოვრებელ სახლებზე გადავიდა.ბორჯომის მერის მოადგილის, ბუბა ბერიძის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ხუთი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობს.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია