შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივლისი 2020
ახალქალაქის სასამართლომ კიმ კუგოიანს 4,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა მთავარი → სიახლე, სამართალი 08.07.2020 იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ კიმ კუგოიანს, ახალქალაქის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს, 8 ივლისს გამოუტანა. დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ კუგოიანს იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. ფოტო: jnews.geმოსამართლე არარატ ესონიანმა კი კუგოიანს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ბრალდებული აქამდე გირაოთი იყო გათავისუფლებული, იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.შვილის განაჩენს დაკავებულის ოჯახის წევრები აპროტესტებენ: “სად არის სამართალი?! ჩვენს რაიონში, გადიან ქალაქში ისვრიან და მხოლოდ ჩემი შვილი რატომ დააკავეს? ეს არის კანონი და წესრიგი?”, - ამბობს კუგოიანის მამა.კუგოიანის ადვოკატი, ნოდარ აკოფაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ გაასაჩივრებს."აუცილებლად გავასაჩივრებთ, საქმის არსებით გარემოებებზე გამოიკვეთა დარღვევები და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. კიმ კუგოიანი აცხადებს რომ მას იარაღი არ ჰქონია და ის პოლიციელებმა ჩაუდეს. არსებით სხდომაზე გამოკითხულ იქნა ორი მოწმე, ერთ-ერთი ბრალდების მოწმე, მეორე კი დაცვისა, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ კუგოიანის დაკავების დროს, ჩხრეკის ჩატარებას ადგილი არ ჰქონია და ის დაკავებისთანავე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით კი, იქ ჩხრეკა ჩატარდა და იარაღიც ამოიღეს“, - ამბობს აკოფაშვილი.წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კიმ კუგოიანი სამართალდამცველებმა 2019 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს. შსს–ს განცხადებით კუგოიანი „კრიმინალური ავტორიტეტია“. კუგოიანის გათავისუფლების მოთხოვნით ახალქალაქში აქცია არაერთხელ გაიმართა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია