შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ზურების მაღაზია დაიწვა [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ივლისი 2020
ახალციხეში ზურების მაღაზია დაიწვა [ფოტო] მთავარი → სიახლე, შემთხვევა 09.07.2020 ახალციხეში გვიან ღამით მაღაზია დაიწვა, სრულად განადგურდა სურსათი, ბოსტნეული და პარფიუმერია. მეპატრონის განცხადებით ზარალი 100 000 ლარამდეა. მეზობლებმა ცეცხლი ღამის ოთხი საათისთვის შენიშნეს და სახანძროში დარეკეს. "დაახლოებით 03:30 საათი იქნებოდა, თანამშრომლები გარეთ გამოვედით, რომ ცოტა დაგვესვენა, ცეცხლი შევნიშნეთ და 112–ში დავრეკეთ. მეორე მეზობელი წავიდა, რომ მეპატრონე ამოეყვანა, სამი სახანძრო მოვიდა, ცეცხლი ძლივს ჩააქვრეს", – ამბობს მაღაზიასთან მდებარე საცხობის თანამშრომელი. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალი დაახლოებით 100 000 ლარია."მთლიანად დაიწვა ყველაფერი, ვერ გეტყვით რისგან გაჩნდა ხანძარი, როგორც ყოველთვის დაუკეტიათ თანამშრომლებს და წასულან", – ამბობს მაღაზიის მეპატრონე ზურა დურგლიშვილი.ხანძარს გადაურჩა მაღაზიასთან მდებარე "ლიბერთის" ბანკომატი და "საქართველოს ბანკის" გადახდის აპარატი.შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ახალციხის მერიის თანამშრომლები.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია