სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვეყნები, სადაც ქალებისთვის ცხოვრება უკეთესია - რომელ ადგილზეა საქართველო

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ნოემბერი 2023
ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურმა ინდექსმა ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა, ქალები თავს ყველაზე ბედნიერად დანიაში გრძნობენ, სადაც სოციალური ფონი მათზე მაქსიმალურად დადებითად აისახება, ხოლო მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსი კი ყველაზე მაღალი - 0.932-ა.

ქალების უფლებებსა და საცხოვრებელ პირობებზე მორგებული ტოპ-10 ქვეყანა ასე გამოიყურება:
დანია - 0.932
შვეიცარია - 0.928
შვედეთი - 0.926
ფინეთი - 0.924
ისლანდია - 0.924
ლუქსემბურგი - 0.924
ნორვეგია - 0.920
ავსტრია - 0.911
ჰოლანდია - 0.908
ახალი ზელანდია - 0.904

აღსანიშნავია, რომ რეგიონში მოწინავე ქვეყანა საქართველოა, რომელიც 39-ე ადგილზე იმყოფება. მას 48-ე ადგილზე მოჰყვება სომხეთი, 56-ზე რუსეთი, 97-ზე აზერბაიჯანი, და 99-ზე თურქეთი.

რეიტინგში 177 ქვეყანა მონაწილეობდა და მის ბოლო ადგილზე ავღანეთი იმყოფება.

წყარო:https:bpn.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია