სამცხე-ჯავახეთი
თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ „ევროპის მარში“ იმართება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 მაისი 2024
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ
თბილისში „ევროპის მარში“ იმართება.
აქციის მონაწილეები თბილისში შეიკრიბნენ ოთხ ლოკაციაზე: წერეთლის
გამზირი (რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300
არაგველი და წერეთლის გამზირი (მშობლების მარში) და მსვლელობით
მიემართებიან ევროპის მოედნისკენ.აქციის დევიზია: „კი ევროპას! არა
რუსულ კანონს!“
მოქალაქეები, რომლებიც დიდუბეში, „ექსპო ჯორჯიასთან“ იყვნენ
შეკრებილები, უკვე შეუერთდნენ მარჯანიშვილის გამზირზე შეკრებილებს და
მათთან ერთად აგრძელებენ მსვლელობას.
დემონსტრანტების სამი ტალღა ევროპის მოედანზე, რიყეზე შეუერთდება
ერთმანეთს.
მსვლელობა-დემონსტრაცია ერთი მხრივ, უკავშირდება ევროპის დღეს და მას
მედიაში „ევროპის მარშსაც“ უწოდებენ. ამავე დროს, იგი გაგრძელებაა
ბოლო კვირების განმავლობაში დაწყებული საპროტესტო აქციებისა „უცხოეთის
აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
2024 წლის 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის
ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი
აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო
ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ
დაფინანსებას.
ფოტოს ავტორი:
ნეტგაზეთი