შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შიდა სამგზავრო ტრანსპორტი შეუფერხებლად იმუშავებს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 მარტი 2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შიდა გაადგილებები არ იზღუდება, მუნიციპალური ავტობუსები და კერძო სამარშუტო ტაქსები, როგორც ბორჯომში ასევე სოფლების მიმართულებით ჩვეული გრაფიკით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის მერიაში დაგვიდასტურეს.შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:
"საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია