შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ, ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ – მინისტრი თვითდასაქმებულებზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ, ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ – მინისტრი თვითდასაქმებულებზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტებით ვერ დაადასტურებენ, რომ პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავლები, კომპენსაციას ვერ მიიღებენ. "სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და ამბობთ, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ. ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს სადღაც რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული? ამიტომ ამას თავის შეზღუდვები აქვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს ფაქტი, რომ ვიღაცეები რჩებიან დახმარების მიღმა", — განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ითხოვდნენ, რომ თვითდასაქმებულები მცირე მეწარმეებად დარეგისტრიებულიყვნენ, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა უპრობლემოდ მოხდებოდა."საერთოდ არაფერს არ იხდი თუ 30 000 ლარამდე გაქვს შემოსავალი. რამე სტატუსით დარეგისტრირებული რომ ყოფილიყო, მინიმალური ნდობა რომ ყოფილიყო და ეს ნდობა უნდა არსებობდეს, ასეთ დროს მიიღებდა დახმარებას. 166 000 სხვადასხვა ტიპის მეწარმეა, მიკრო და მიცრე ბიზნესის, რომლებიც მომართვის შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში მიიღებს კომპენსაციას. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ დაიფიცოს, მეზობელმა თქვას?" — ამბობს მაჭავარიანი.ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაცია დაერიცხება იმ მოქალაქეს, რომელმაც პანდემიის დროს დაკარგა შემოსავალი. თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო დასაქმებულები ჯამში 1200 ლარს.მაჭავარიანი, დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება.ამავდროულად, იცით, რომ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ", - აღნიშნა მინისტრმა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია