შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო მთავარი → სიახლე, საზოგადოება 21.05.2020 ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 652 999 ლარი დაიხარჯება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "არალი" აწარმოებს. ახალციხის მერიის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია გზის 650 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, საავტომობილო გზაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.ამ ეტაპზე ქუჩაზე არსებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია