შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020
დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 22.05.2020 22 მაისიდან, სტომატოლოგიური კლინიკები გეგმურ მომსახურებას დაიწყებენ. მათ მუშაობა ახალი რეგულაციების მიხედვით მოუწევთ, რის გამოც, ქვეყნის ზოგიერთ კლინიკაში მომსახურების საფასური გაიზარდა. ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ:- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის; - N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი; თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე; არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები; ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი; ბახილები; ჩაჩი (სამედიცინო ქუდი);- ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად. - ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში; ასევე უნდა იყოს საპირფარეშო; - ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა; - დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია; - უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვლის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.- პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა აუცილებელია.- რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი. - დაწესებულებაში უნდა იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი; სათავსი სასტერილიზაციოსთვის; ავტოკლავი.- გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში; უნდა არსებობდეს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი; ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი; ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია. - ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კლინიკაში უნდა იყოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით; ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში; ბასრი ნარჩენების კონტეინერი (ძირითადად მუყაოს ტარა); ასევე არასაშიში ნარჩენების კონტეინერი. - კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული; ნარჩენი უნდა გავიდეს კლინიკიდან ყოველდღიურად. ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია