შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდაში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020
ნინოწმინდაში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 29.07.2020 დღეს, 29 ივლისს ნინოწმინდა-სათხეს გზაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა, არიან დაშავებულები. მსუბუქ მანქანაში მძღოლთან ერთად, ორი მგზავრი იმყოფებოდა. მათი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა „ოპელის“ მძღოლი სხვა მანქანის გასწრებას ცდილობდა.დაშავებული ორი პირი ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ.რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ავარია 11:30 საათზე მოხდა.შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.[რიმა სარუხანიან]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია