შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020
მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 29.07.2020 დღეს, 29 ივლისს ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე დენის ცვალებადობის გამო, მოსახლეობის ნაწილს საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაეწვა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ დაზიანებულ ტექნიკას კომპანია შეაკეთებს. ზარზმელის ქუჩაზე მაღალი ძაბვის გამო ტექნიკა 09:00 საათისთვის დაზიანდა."გაზის გამაცხელებელი, მაცივარი, ტელეფონი და სარეცხის მანქანა თითქმის ყველა ოჯახში დაიწვა, ვითხოვთ კომპანიამ ზარალი აგვინაზღაუროს", – აცხადებენ ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლები.„ენერგო პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ დენის ცვალებადობა ერთ–ერთ ტრანსფორმატორზე ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. „ძაბვის ცვალებადობის გამო მოსახლეობის ნაწილს გადაეწვა ტექნიკა, ჩვენი ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა, ახლა ვართ კვლევის პროცესში. მიმდინარეობს აღრიცხვა, ვარკვევთ ვის რა ტექნიკა გადაეწვა, კომპანია ყველა აბონენტს აუნაზღაურებს ზარალს“– ამბობენ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.მათივე განმარტებით, ზარალის ასანაზღაურებლად მოსახლეობას რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებენ: „ადიგილობრივებს შეუძლიათ თვითონ შეაკეთონ დაზიანებული ტექნიკა და წარმოადგინონ ქვითარი, ან ჩვენ მოგვიტანონ ეს ტექნიკა და ჩვენ შევუკეთებთ, თუ შეკეთებას არ ექვემდებარება მაშინ, ტექნიკის ღირებულებას ავუნაზღაურებთ“.[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია