შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020
აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში? მთავარი → სიახლე, საზოგადოება 30.07.2020 ახალციხის საკრებულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა, ახლა უნდა გადაწყდეს სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურში დააბრუნებენ, თუ კომპენსაციას გადაუხდიან. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, რადგან კონსულტაციებს საჯარო სამსახურის ბიუროსთან გადიან.საჯარო სამსახურის ბიუროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ უწყებამ ახალციხის საკრებულოს საჯარო დაწესებულების სისტემაში უკვე მოუძებნა „ტოლფასი თანამდებობა“, საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.„საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო დაწესებულების სისტემაში, მოიძია ტოლფასი თანამდებობები და მიაწოდა საკრებულოს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118–ე მუხლში დეტალურად არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება, როდესაც სასამართლოს მიერ უქმდება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. თუ აღდგენა ვერ მოხდება, ამ შემთხვევაში პირი ირიცხება რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში“, – განმარტეს უწყებაში.მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წელს მიმართეს და საქმე მოიგეს კიდეც. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაესში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. საკანონმდებლო ორგანოს ინტერესებს ახალციხის სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა.ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.[თინათინ ზაზაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია