შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში შუახნის კაცის ცემის საქმეზე 4 პირი დააკავეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020
ახალციხეში შუახნის კაცის ცემის საქმეზე 4 პირი დააკავეს მთავარი → სიახლე, სამართალი 30.07.2020 ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში ბრალდებული ოთხი პირი ახალციხეში, 29 ივლისს აიყვანეს: „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ“, - განმარტავენ შსს-ში. დაკავებულებიდან ოთხივე 20 წელს გადაცილებულია. საქმე ეხება ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციისა და იუსტიციის სახლის უკან 52 წლის კაცის ცემის ფაქტს. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. დაშავებული ამბობს, რომ ოთხი პირი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში მკურნალობდა. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია