შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე დენი ავარიულად გაითიშა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2020
ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე დენი ავარიულად გაითიშა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 12.09.2020 დღეს, 12 სექტემბერს, ახალციხეში, ცენტრალური ქუჩები საათზე მეტია ელექტროენერგიის გარეშეა, როგორც „ენერგო–პრო ჯორჯია“-ში ამბობენ მოქალაქემ სამშენებლო სამუშაოებისას, მაღალი ძაბვის კაბელი დააზიანა, რის გამოც დენი რამდენიმე ქუჩაზე გაითიშა. როგორც „ენერგო–პრო ჯორჯია“-ში აცხადებენ ავარიის ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე [14:30] გრძელდება. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება ელექტრომომარაგება."რთული სამუშაოა, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელი, მიმდინარეობს სამუშაოები, ზუსტ დროს ვერ გეტყვით" – გვითხრა ენერგოპროს ახალციხე–ადიგენის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, ზურა მამუკაშვილმა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია