შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

100 წლის ამბავი: ნოე რამიშვილი ახალციხის მაზრაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 სექტემბერი 2020
100 წლის ამბავი: ნოე რამიშვილი ახალციხის მაზრაში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.09.2020 ერთი საუკუნე გავიდა, რაც გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში დაიბეჭდა სტატია ახალციციხის მაზრაში საქართველოს მაშინდელი შს მინისტრის, ნოე რამიშვილის სტუმრობის შესახებ. მაზრაში გამართულ ყრილობაზე ახალციხელებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვეტილა. ახალციხის რაბათი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტოაგვისტოს ბოლო რიცხვებში მოხდა ახალციხის სამაზრო ერობის ყრილობა. ყრილობას 22 ხმოსანი დაესწრო. ყრილობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ახალციხის მხარეს, რის დამადასტურებელი არის ახალციხის ერობის შუამდგომლობის დაკმაყოფილება სესხის შესახებო. ძველი მესხეთი შედარებით საქართველოს კუთხეებთან, როგორც კულტურულ ისე ადმინისტრაციის მხრივ ჩამორჩა. აქ ადგილი ჰქონდა ანარქიულ გამოსვლებს და ამ ჟამად მოსყიდული აგენტები საქართველოს წინააღმდეგ მალულ მუშაობას აწარმოებენ.მაგრამ ეს ვაჟბატონები ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არაა მტკიცე. რესპუბლიკა მტკიცე საფუძველზეა აგებული, რასაც მოწმობს მისი ორი წლის დამოუკიდებელი არსებობა და აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალების მიერ ბათომის დაკავება და ჩამოშვებული ინგლისის დროშის მაგივრ საქართველოს დროშის აფრიალება. ჩვენდამი მტრულად განწყობილ ელემენტებმა, უნდა დაიმახსოვრონ, რომ ოსმალეთი განადგურებულია. ის დაყოფილია ნაწილებად და გაერთიანებისათვის მას ძალა არ ყოფნის. ერობის მოღვაწეებმა უნდა აუხსნან ხალხს საქმეთა ვითარება და ისიც, რომ არავითარ ძალას არ შეუძლია რესპუბლიკის საფუძველთა შერყევა.ამ მოკლე ხანში ერობას გადაეცემა ადმინისტრაციის საქმე და სრულ იმედს გამოსთქვამს, რომ ერობა ადმინისტრაციის საქმეს სათანადო სიმაღლეზე დააყენებს.მინისტრმა თავის სიტყვა მისალმებით და სურვილის გამოთქმით დაასრულა. ყრილობამ აირჩია ოთხი მომრიგებელი მოსამართლე და საერობო გამგეობის მეხუთე წევრად მაღლაკელიძე. ყრილობამ დაავალა გამგეობას შეუდგეს ძველ შკოლათა აღდგენას იმ ვარაუდით, რომ ოქტომბრის 1-ს სკოლებში მეცადინეობა დაიწყოს.მასწავლებელთა კადრების გასამრავლებლად გადაწყდა დაარსდეს სამასწავლებლო სემინარიასთან ერთ წლიანი სამასწავლებლო კურსები. ამასთანავე გადაწყვიტეს გახსნან მიმდინარე წელს უმაღლესი პირველ დაწყებითი სკოლები. ასეთი სკოლა უნდა გაიხსნას უდესსა და აწყურში. ბოლოს დაადგინეს იშუამდგომლონ მთავრობასთან რათა მიღებულ იქნას ღონისძიებანი ახალციხე-არდაგანის რკინის გზის გასაყვანად.გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 სექტემბერი, N206წყარო: civil.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია