შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოკითხულთა 32% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
გამოკითხულთა 32% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.09.2020 „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 39 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან, 32 მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გარდა ამისა, 20 პროცენტი აღნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. რაც შეეხება დემოკრატიას, ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვაზე: არის თუ არა საქართველოში დემოკრატია? - გამოკითხული მოსახლეობის 37% ამბობს, რომ არ არის, 48%-ის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიაა, ხოლო 14%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია