შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

22% ფიქრობს, რომ განათლებაში ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა – NDI

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
22% ფიქრობს, რომ განათლებაში ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა – NDI მთავარი → სიახლე, განათლება 14.09.2020 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 27% ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლებაა, 22 პროცენტისთვის ეს მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, ხოლო 10 პროფენტი ფიქრობს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, განათლების წინაშე მდგარ პრობლემად 27 პროცენტი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეებია, 22 პროცენტის აზრით მასწავლებლების/ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა, 20 პროცენტისთვის ეს უნივერსიტეტში სწავლების მაღალი საფასურია. 10 პროცენტის აზრით სისტემაში კი პრობლემები არაა.სასწავლო მასალების მაღალ ფასს პრობლემად მიიჩნევს – 9%;სასწავლო მასალების/წიგნების დაბალი ხარისხი-7%; მასწავლებლების/ლექტორების დაბალი ხელფასები-5%; რეპეტიტორების მაღალი საფასური-5%;თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა/ნაკლებობა-4%;სკოლის/უნივერსიტეტის ცუდი ინფრასტრუქტურა-4%; ტექნიკური განათლების ხელმისაწვდომობა-4%;კორუფცია/ნეპოტიზმი-2%; არ იცის 19%; სხვა-11%.კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია