შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გამოკითხულთა 80% დაგროვებითი საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის’ – NDI

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
‘გამოკითხულთა 80% დაგროვებითი საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის’ – NDI მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.09.2020 NDI-ს ინფორმაციით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა 80% ამბობს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის. ხოლო იმ პირებიდან, ვინც პროგრამაშია ჩართული, 38% გაიტანდა თანხას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. კითხვაზე, „ამაჟამად ხართ თუ არა ჩართული სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო პროგრამაში“, გამოკითხულთა 80% პასუხობს, რომ „არა“, 19% - „დიახ“, ხოლო 1%-მა არ იცის. იმ 19%-დან, რომლებიც ჩართული არიან საპენსიო დაგროვებით პროგრამაში, 38% დანაზოგს გაიტანდა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს; 58% კი, დანაზოგს არ გაიტანდა. გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება თუ 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება ექნება ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში. ხოლო 11% ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება თუ 40 წლამდე მოსახლეობა ვალდებული იქნება ხელფასის 2% ყოველთვიურად გადარიცხოს საპენსიო ფონდში. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. აღებულია 2,045 დასრულებული ინტერვიუ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია