შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბრამდე სამცხე–ჯავახეთში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.09.2020 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 18 სექტემბრამდე უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში დღისით ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო მაღალ მთაში 29 გრადუსი დაფიქსირდება. დღეს, 14 სექტემბერს სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით + 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია მოსალოდნელი ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება, ღამით კი ნავარაუდევია +9, +11. 15 და 16 სექტემბერს მთაში ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსით დაიკლებს, დღის განმავლობაში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო ღამით +12, +14 დაფიქსირდება.დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი მაღალ მთაში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი +7, +9 იქნება. 17 სექტემბრეს +36 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა მთაში. უნალექო ამინდი შენარჩუნდება ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში. დღისით +34, +36 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.ასევე, მაღალ მთაში სინოპტიკოსები უნალექო და მზიან ამინდს ვარაუდობენ. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +10, +12 გრადუსი იქნება. 18 სექტემბერს უნლექო ამინდია მოსალოდნელი მთაში, ხოლო მაღალ მთაში ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდება. ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში დღისით ჰაერის ტემპერტურა +28, +30 გრადუსამდე შემცირდება, ღამით კი +11, +13 გრადუსი იქნება.საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა ნავარუდევი მაღალ მთაში ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში + 23, +25 გრადუსამდე დაიკლებს, +7, +9 გრადუსამდე შემცირდება ღამის ტემპერტურა. 19 და 20 სექტმებრს სამცხე–ჯავხეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში წვიმა და ელჭექია ნავარუდევი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია