შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება’ - მეზვრიშვილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
‘სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება’ - მეზვრიშვილი მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.09.2020 მიუხედავად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები მკაცრად დაიცვან: „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.მისივე თქმით, ისმის კითხვები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა 10-ჯერ ნაკლები შემთხვევები იყო ქვეყანაში: „მაშინ კარანტინი იმიტომ იყო გამოცხადებული, რომ ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა და შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება“. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია