შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება მთავარი → სიახლე, განათლება 14.09.2020 ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 20–ვე სკოლაში სასწავლო წელი, ხვალ 15 სექტემბერს დაიწყება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში სასადილო ოთახები დროებით დაიკეტება. ბორჯომის სკოლები მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმეს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, იზოლდა ლომიძის განცხადებით, 20–ვე მათგანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დააკმაყოფილა.20 სკოლიდან სამში ე.წ ჰიბრიდული მოდელით ისწავლიან. დანარჩენებში კი სტანდარტულად, საკლასო ოთახებში.„ბავშვთა დიდი ნაკადიდან გამომდინარე, პირველ, მესამე და მეექვსე სკოლებში გაკვეთილების ნაწილს დისტანციურად ჩაატარებენ. ყველა სკოლაშია წყალი და აკმაყოფილებს რეკომენდაციებს. რაც შეეხება სასადილოებს, წინა წლებში მოქმედებდა, მაგრამ წელს არ გაგვიცია ნებართვა. სკოლებს არ დაუწყიათ ამ კუთხით მზადება“, – ამბობს იზოლდა ლომიძე.2020–21 სასწავლო წელს ბორჯომის სკოლებში 5 550–მდე მოსწავლე ისწავლის, აქედან 320 პირველკლასელია.საგანმანათლებო რესურსცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მოიმატებს, რადგან ბორჯომში მდებარე კერძო სკოლა, იხურება.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია