შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების ნაწილი პირბადეს არ იკეთებს მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.09.2020 ახალციხეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების ნაწილი პირბადის ტარების წინააღმდეგია, მძღოლები ამბობენ, რომ მათ მითითებას არ ითვალისწინებენ. ახალციხის ცენტრალურ ავტოსადგურში, საიდანაც ყოველდღიურად ათობით მიკროავტობუსი გადის, „სამხრეთის კარიბჭემ“ არაერთი ფაქტი დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ტრანსპორტში მყოფ მგზავრებს პირბადე არ უკეთიათ, ნაწილს ხელში უჭირავს, ნაწილი კი „დაჯარიმების შიშით“ მხოლოდ ნიკაპზე იკეთებს.მძღოლები ამბობენ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება.„ეს ახლა არ უკეთიათ სანამ გაჩერებულები ვართ, როცა გასვლა გვაქვს ხოლმე ვაფრთხილებ და იკეთებენ, სხვა რა ვქნა, მე ხომ არ დავაჯარიმებ“, – ამბობს ერთ–ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აუცილებელია მგზავრმა პირბადე ტრანსპორტში ასვლისთანავე გაიკეთოს: „ტრანსპორტში ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ყველა მგზავრი ვალდებულია უსაფრთხოების მიზნით ატაროს პირბადე“.ბოლო სამ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 475 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში covid-19 დაუდასტურდა 2 392 მოქალაქეს.საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დახურულ სივრცეში პანდემიის ან ეპიდემიის დროს პირბადის წესის დარღვევის დროს ფიზიკური პირი 20, ხოლო იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 500 ლარით დაჯარიმდება.რამდენი პირი, ან ორგანიზაცია დაჯარიმდა სამცხე–ჯავახეთში უცნობია, "სამხრეთის კარიბჭემ" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა.[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია