შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ დაიწვა თივა და საწყობი’ – ხანძარი სოფელ წყრუთში

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2020
‘ დაიწვა თივა და საწყობი’ – ხანძარი სოფელ წყრუთში მთავარი → სიახლე, შემთხვევა 12.09.2020 ახალციხეში, სოფელ წყრუთში, ხანძრის შედეგად ორი დამხმარე ნაგებობა დაიწვა. შენობებს ცეცხლი დღეს, 12 სექტემბერს, დაახლოებით 15 საათზე გაუჩნდა. ფოტო – არქივიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, არამ ჩახოიანი აცხადებს ხანძრის შედეგად ზიანი ორ ოჯახს მიადგა. "ორივე ნაგებობა გვერდიგვერდ იყო, ორ ოჯახს ეკუთვნოდა, დაიწვა თივა, რომელსაც ბოსელში ინახავდნენ და საწყობი. ახლა მიმდინარეობს ზარალის დათვლა“ – გვითხრა ჩახოიანმა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია