შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ღრელის გზაზე დაშავებულთაგან ორს პოლიტრავმები აქვს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2020
ღრელის გზაზე დაშავებულთაგან ორს პოლიტრავმები აქვს, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მთავარი → სიახლე, შემთხვევა 12.09.2020 ახალციხეში, სოფელ ღრელთან ავარიისას დაშავებული ახალგაზრდებიდან ორს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ორის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა, მათ პოლიტრავმები აქვთ. ახალგაზრდები, რომლებსაც პოლიტრავმები აღენიშნებათ, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მათ გამოკვლევები უტარდებათ."ქირურგიული ჩარევა დასჭირდებათ თუ არა ჯერ ვერ გეტყვით", – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, რევაზ კუჭუხიძემ. რაც შეეხება მსუბუქად დაშავებულ ახალგაზრდებს, ისინი ამ დრომდე კლინიკა "იმედში" რჩებიან. ექიმების განმარტებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ღრელთან, საფარისკენ მიმავალ გზაზე დღეს, 12 სექტემბერს დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა "მიცუბიშის" მარკის მანქანა, სადაც ოთხი ადამიანი იჯდა გზიდან გადავარდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია