შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2020
ნინოწმინდის მერია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 14.09.2020 ნინოწმინდის მერია, 14 სექტემბრიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, საჯარო უწყების თანამშრომლების 70% დისტანციურად იმუშავებს, ადგილობრივ თვითმმართველოაში აცხადებენ, რომ რეკომენდაცია მთავრობის უწყებათაშორისი კომისიისგან მიიღეს. „ჩვენ ყველა რეკომენდაციას, რასაც გვაძლევს უწყებათაშორისი კომისია ვიცავთ, პარასკევს მივიღეთ ეს რეკომენდაცია და დღეიდან გადავედით დისტანციურ რეჟიმზე. უწყების თანამშრომლების 30% ივლის სამსახურში, დანარჩენები კი დისტანციურად იმუშავებენ. ასე ვიქნებით ახალი რეკომენდაციის მიღებამდე“,- აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ანივარდ მოსოიანი.საქართველოში კორონავირუსით იფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 392-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტები 1 369–ია. ინფექციას 19 პაციენტი ემსხვერპლა.[რიმა სარუხანიან]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია