შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020
ახალციხის ‘სამცხემ’ რეგიონ ლიგაში მესამე თამაში მოიგო მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.09.2020 რეგიონული ლიგის დებიუტანტმა, ახალციხის საფეხბურთო კლუბ „სამცხემ“ ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით მეოთხე ადგილზეა. ტურნირის მეხუთე ტურის მატჩი „სამცხემ“ 16 სექტემბერს ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ლიახვთან“ გამართა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია. შედეგად კლუბი მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ადგილს სამი მოგებული მატჩით იკავებს. რეგიონული ლიგის შემდეგ ტურში ახალციხის „სამცხე“ ადგილობრივ კლუბ „მესხეთს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე სეზონზე 5 ტურის მონაცემებით ერთი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგება დააგროვა და 4 ქულით 12–ე ადგილს იკავებს. „სამცხესა“ და „მესხეთს“ შორის მატჩი ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე 23 სექტემბერს გაიმართება.რეგიონული ლიგა საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების რანგით ყველაზე დაბალი ტურნირია, რომელზეც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან ოთხ ჯგუფში ჯამში 45 საფეხბურთო კლუბი მონაწილეობს. ლიგაზე სამცხე–ჯავახეთიდან 4 გუნდი – ბორჯომის „თორი“ ახალციხის „სამცხე“, „მესხეთი“ და ახალქალაქის „აბული“ მონაწილეობს. ტურნირის ბოლოს საპრიზო ადგილებზე მყოფი გუნდები მომავალ სეზონზე საქართველოს მეოთხე ლიგაში გადაინაცვლებენ, ბოლო ორი გუნდი კი ჩემპიონატს გამოეთიშება. [რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია