შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020
ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.09.2020 "ქართული ოცნების" დეპუტატი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. დოკუმენტების დალუქვის და გატანის ამსახველ კადრებს მკოიანი ავრცელებს. მკოიანმა ამის შესახებ ვიდეოები ცოტახნის წინ, სკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიიდან დოკუმენტებს იღებენ.მისი თქმით, „ეს ჯი გაზ კომპანის“ თანამშრომლები საგამოძიებო სამსახურმა ოფისში შუა ღამეს მიიყვანა და ექვსი საათია მიმდინარეობს დოკუმენტების შეგროვება.„ეს სერიოზული დარღვევაა, ვიცით რომ ჩვენს წინააღმდეგაა. ამ ყველაფერს საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავცემთ. კი ბატონო, გაკოტრდეს ეს კომპანია და 17 000 აბონენტი გაზის გარეშე დარჩება. ოქტომბერ–ნოემბერში აქ ცივა, თუ ეს კომპანია გაკოტრდა და ხალხი გაზის გარეშე დარჩა, ამაზე ვიღაც პასუხს აგებ.“, - ამბობს ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოში ენზელ მკოიანი. ვიდეოში ასევე ისმის, რომ ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2008 წლიდან არსებული დოკუმენტები ამოიღეს. „ეს ჯი გაზ კომპანის“ 20%–ს შპს „მეეკი“ ფლობს, რომლის მეწილეებიც ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი არიან.10 სექტემბერს ახალქალაქში, მერიის შენობის წინ 12–მდე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, ისინი ადგილობრივ გაზის კომპანიას, ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და მერიას დახმარებას სთხოვდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ აქცია მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რადგან „ეს ჯი გაზ კომპანი“, მისი ძმისაა.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია