შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020
ქალების შესაძლებლობები მეკარტოფილეობაში - შეხვედრა ახალციხეში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.09.2020 ქალების შესაძლებლობების გაზრდა მეკარტოფილეობაში, მათი დაბრკოლებები, წარმატებული მაგალითები და საერთაშორისო გამოცდილება - ამის შესახებ ახალციხეში ფერმერებსა და ფერმერობის მსურველებს ორ დღიან ტრენინგს უტარებენ. ახალციხეში ორ დღიან შეხვედრებს, 17-18 სექტემბერს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი ატარებს და მასში მონაწილეობას 60 მსურველი იღებს.„ჩვენს დამსწრეებს ვაცნობთ საერთაშორისო გამოცდილებას, როგორია სიტუაციაა სხვა ქვეყნებში. რამდენად არიან ქალები ჩართულები მეკარტოფილეობაში და რა წინაღობები ხვდებათ. ქალები ასევე შინ მუშაობენ, დაკავებულები არიან სახლის საქმეებით და ბავშვების მოვლით, რაც პრობლემაა. მამაკაცები აბსოლუტურად ანაზღაურებადი შრომით არიან დაკავებულები, უფრო ნაკლებად არიან შინაურ მეურნეობაში ჩართულები“, - ამბობს გენდერის ექსპერტი, ინა ჟირარი.ტრენინგზე ქალებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც მეკარტოფილეობაში აწყდებიან.„კარტოფილის თესლის ფასი ამ წელს ძალიან ძვირი იყო, წამლები არაა ეფექტური. ბევრჯერ შევწამლეთ მაგრამ შედეგი არა არის. სწორედ ამის გამო კარტოფილის მოვლა გაგვიჭირდა“, - ამბობს მეკარტოფილე ეღინე მინასიანი სოფელ მინაძიდან.ტრენინგის მონაწილეებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები პროდუქციის ონლაინ განთავსებასა და რეალიზაციაზეც ესაუბრნენ.შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულში, ახალციხის შემდეგ კი ახალქალაქში გაგრძელდება. შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარტოფილის პროგრამის ფარგლებში ტარდება. ესაა სამ წლიანი პროექტი, რომელსაც საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია