შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020
1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება მთავარი → სიახლე, განათლება 18.09.2020 შესაკეთებელი და განსაახლებელი 27 სკოლა, მასწავლებლების ძიება – 100 წლის წინანდელი ამბები. გაზ. საქართველო, 1920 წლის 1 სექტემბერი, N88 მესხეთ-ჯავახეთიმესხეთ-ჯავახეთის სკოლების შეკეთებაგანათლების სამინისტრომ გაუხსნა ახალციხის სამაზრო ერობას ერთი მილიონი მანეთის კრედიტი მესხეთის სკოლების შენობათა შესაკეთებლად. ერობა უკვე შეუდგა სამინისტროსაგან სკოლების ჩაბარებას.დაახლოებით ამდენივე თანხაა საჭირო ჯავახეთის სკოლების შესაკეთებლად. აქ (ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში) შესაკეთებელი და განსაახლებელია 27 სკოლა. თითქმის სრულად განადგურებულია სომხური სოფლების სკოლები. ადგილობრივის სასოფლო ადმინისტრაციის მეცადინეობით თათრების წასვლის შემდეგ სკოლებისათვის სოფლელებს დაურბევია, რომელთაც ჭერ-იატაკი და ხის ავეჯეულობა საწვავ მასალად უხმარიათ. განსაკუთრებით განადგურებულია არაკვას, ალასტანის და დილისკას სასკოლო შენობები. სშედარებით კარგად არის დაცული ქართული სკოლები – ბარათელში, ქალდასა, ჩეჩხში და სხვაგან. ამათზე უკეთ შენახულია რუსული სკოლები დუხობორებში, სადაც მხოლოდ ზოგიერთ ფანჯარაში რამდენიმე შუშაა ჩამტრეული.სკოლების შესაკეთებლად ადგილობრივი სასკოლო და სამაზრო ადმინისტრაცია უკვე შეუდგა სახაზინო ტყეებიდან ხის მასალის გამოტანას, რომელიც გროვდება ახალქალაქში, ბარალეთსა და ალასტანში შენობათა და ავეჯეულობის დასამზადებლად.სკოლების რიცხვი მესხეთ-ჯავახეთშიგასულ სასწავლო წლის განმავლობაში ახალციხესა და მის მაზრაში მოქმედებდა სულ 14 სასწავლებელი. ამათში 5 იყო ქალაქში, 9 მაზრაში. ქალაქში სულ არსებობს ერთი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი ქართულ-სომხური კლასებით; 4 დაწყებითი: ქართული, სომხური და ქართველ-მუსულმანთა. მომავალი სასწავლო წლიდან მაზრაში გაიხსნება კიდევ 10 დაწყებითი სკოლა. ჯავახეთში (ახალქალაქის მაზრა) იყო მხოლოდ 4 სკოლა: ორი ახალქალაქში, მათში ერთი უმაღლეს დაწყებითი და ერთიც დაწყებითი ქართულ-სომხურ განყოფილებით. ორიც იყო მაზრაში – ქართული და რუსული დუხაბორების. მომავალი სასწავლო წლიდან ახალქალაქში გაიხსნება უმაღლეს დაწყებით სკოლასთან სომხური განყოფილებებიც, ხოლო მაზრაში – ოცამდე დაწყებითი სკოლა.საჭიროა მასწავლებლებიმესხეთ-ჯავახეთში საჭიროა დაწყებითი სკოლის მასწავლებლები. ვისაც ჰსურს მესხეთში მასწავლებლობის ადგილის მიღება, უნდა მიჰმართოს ახალციხეში სამაზრო ერობას, ხოლო ვისაც ჯავახეთში ჰსურს სამსახური, უნდა ახლავე განაცხადონ განათლების სამინისტროში სადაც პირობების შესახებაც შეიძლება მოლაპარაკება დაბალ-სკოლათა მართვა-გამგესთან.წყარო: რესპუბლიკა.100
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია